„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი ალექსის სანჩესი ხუთშაბათს, 29 ნოემბერს, ვარჯიშზე დაშავდა და, როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, დიდი ხნით გამოეთიშება გუნდს. ჩილეს ნაკრების ფეხბურთელმა აქილევსის მყესი დაიზიანა და, ჟოზე მოურინიოს თქმით, ეს საკმაოდ სერიოზული ტრავმა უნდა იყოს.
„ეს სულაც არ არის უმნიშვნელო დაზიანება, რომლის შემდეგაც ფეხბურთელი ეთიოდე დღეს ისვენებს ხოლმე. ალექსისი ტკივილისგან განწირული ყვიროდა და, ჩემი გამოცდილებით, ტრავმა საკმაოდ აგრესიულია. სკანირება ჯერ არ შესრულებულა, თუმცა სანჩესი გამოცდილი ფეხბურთელია და იცის, რას ნიშნავს ასეთი ტრავმა“, – განაცხადა მოურინიომ.
უახლოეს მატჩს „მანჩესტერ იუნატიედი“ ხვალ, 1 დეკემბერს, სტუმრად „საუთჰემპტონთან“ გამართავს.