მოურინიო სმოლინგის ვარცხნილობით უკმაყოფილოა
მოურინიო სმოლინგის ვარცხნილობით უკმაყოფილოა

მიუხედავად იმისა, რომ კრის სმოლინგმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბოლო, ძალიან მნიშვნელოვან მოგებაში ლომის წილი დაიდო და გამარჯვების გოლი გაიტანა, ჟოზე მოურინიომ მაინც გამონახა თემა, რომ მოთამაშე გაეკრიტიკებინა.

„ერთადერთი, რაც კრისში ამჟამად არ მომწონს, მისი ვარცხნილობაა, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის და ვერც ვერაფერს ვეტყვი“, – განაცხადა მოურინიომ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე.

15 სექტემბერს, სმოლინგმა თავისი პირველი გოლი შეაგდო ამ სეზონში და უოტფორდის წინააღმდეგ მიმდინარე მატჩში თავისი გუნდის სასარგებლოდ ანგარიში 2-0 გახადა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა მხოლოდ ერთის გაქვითვა მოახერხეს და მანჩესტერმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ხუთი მატჩიდან მოპოვებული 9 ქულით მანჩესტერელები სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე არიან.