თურქული „ფენერბაჰჩეს“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაინტერესებულია „ბარსელონას“ 33 წლის ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის გადაბირებით, – იტყობინება ესპანური გაზეთი AS-ი.
წყაროს ცნობით, თურქული გრანდი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ფეხბურთელთან და ცდილობს, დაიყოლიოს ის „ფენერბახჩეში“ გადასვლაზე.
გიუნდოგანი კატალონურ გრანდს 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა და მის რიგებში 51 მატჩის ჩატარება მოასწრო, რომელშიც ხუთი გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. გერმანელის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.