მოულოდნელი ამბავი „საბურთალოში“ - ცეცაძესთან კონტრაქტი გაწყდა
მოულოდნელი ამბავი „საბურთალოში“ - ცეცაძესთან კონტრაქტი გაწყდა

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ გაცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ 10 იანვარს მთავარ მწვრთნელად დანიშნული გიორგი ცეცაძე გუნდში აღარ იმუშავებს.

„საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსა“ და უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძის გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს!

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც „საბურთალოს“ ესპანურ „ალკოიანოსთან“ ელის, ამხანაგურ მატჩზე გუნდს გამოცდილი სპეციალისტი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს.

თუ ვინ იქნება მომავალში „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გუნდი ესპანურ შეკრებიდან სამშობლოში ხვალ დაბრუნდებ” – წერია „საბურთალოს” განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ცეცაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელობიდან გადადგა, იანვარში კი „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი გახდა.

რა გახდა ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი, კლუბის განცხადებაში არ წერია.