მოულოდნელები ეროვნულ ლიგა 2-ში - ლიდერები სახლში დამარცხდნენ #1TVSPORT
მოულოდნელები ეროვნულ ლიგა 2-ში - ლიდერები სახლში დამარცხდნენ #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის 22-ე ტურის მატჩები მოულოდნელი შედეგებით დარულდა. ლიდერებმა „შუქურამ“ და მარტვილის „მერანმა“ სახლში ითამაშეს, მაგრამ ორივე დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა.

ტური 22

რუსთავი – სამტრედია 2:1

ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართულ შეხვედრაში „რუსთავს“ „სამტრედიის“ დაწინაურება 22-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ სტუმართა კარში დანიშნული პენალტი პაატა კიტეიშვილმა ვერ გამოიყენა. ტაიმის ბოლოს (45+1-ე წუთზე) კი შალვა ექვთიმიშვილმა „სამტრედია“ დააწინაურა, მაგრამ ჯუმბერ ხმელიძემ (52) და პაატა კიტეიშვილმა (69) სტუმრებს ორჯერ გაუტანეს და 2:1 მოიგეს.

მერანი მრ – მერანი თბ 1:2

მარტვილის „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ ორი „მერანის“ მატჩი თბილისელებმა მოიგეს, რაც სენსაცია არ იყო, მაგრამ მოულოდნელობა ნამდვილად გახლდათ. თბილისელებმა თამაში კარგად დაიწყეს და რატი კაკიაშვილის (7) და გიორგი ცეცხლაძის (17) გადაცემით 17 წუთში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ.

მარტვილელებმა პირველ ტაიმში სხვაობის შემცირება შეიკნე სილას (34) გოლით მოახერხეს. გუნდს დარჩენილ დროში თამაშის გადარჩენის რეალური შანსი ჰქონდა. 83-ე წუთზე სტუმართა მოთამაშე გოდერძი მაჩაიძე გააძევეს, 90+8-ე წუთზე კი მარტვილელთა სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, მაგრამ გუნდის კაპიტანმა პაპუნა ფონიავამ ამ შანსით ვერ ისარგებლა და ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხა – 1:2.

შუქურა – სპაერი 0:2

ქობულეთის „შუქურამ“ „სპაერს“ ფეხბურთის ფედერაციის ფოთის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლა და მტკივნეული მარცხი განიცადა. მატჩის გმირი ლევან პაპავა გახდა – უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ თბილისელებმა ანგარიში 57-ე წუთზე მისი გოლით გახსნეს. 4 წუთში კი პაპავას საგოლე გადაცემით კობა ქებურიამ „შუქურას“ მეორეც გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

22-ე ტურის ბოლო შეხვედრა 11 სექტემბერს საგარეჯოში გაიმართება. აუტსაიდერების მატჩში „გარეჯი“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლებს. ტურის შედეგებმა სატურნირო ცხრილში ვითარება დაძაბა. „სპაერი“ მეორე ადგილზე დაწინაურდა, მარტვილის „მერანი“ კი მესამეზე დაქვეითდა.

ეროვნული ლიგა 2

1. შუქურა 18 38

2. სპაერი 18 32

3. მერანი მრ 18 31

4. მერანი თბ 18 27

5. სამტრედია 18 24

6. გარეჯი 17 17

7. რუსთავი 18 16

8. ვიტ ჯორჯია 17 11