მოტოსპორტის ფედერაციამ საუკეთესოები დააჯილდოვა #1TVSPORT
მოტოსპორტის ფედერაციამ საუკეთესოები დააჯილდოვა #1TVSPORT

2023 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციამ გალა დაჯილდოება გამართა და საუკეთესოები დააჯილდოვა.

პრიზები გადაეცათ 2023 წლის გამარჯვებულ მოტომრბოლელებს, რომლებმაც საპრიზო ადგილები დაიკავეს შესაბამის მოტოდისციპლინებში:

დისციპლინა – მოტო ჯიმხანა

კლასი – სკუტერები

I ადგილი – ლადო გუდაძე

II ადგილი – გიორგი გახელაძე

III ადგილი – გიგა გვაზავა

კლასი 540-მდე:

I ადგილი – გიორგი კუხიანიძე

II ადგილი – გიორგი გახელაძე

III ადგილი – გიორგი ზაქაიძე

კლასი 540-დან

I ადგილი – გიორგი გახელაძე

II ადგილი – გიორგი აბაშიძე

III ადგილი – ლადო გუდაძე

დისციპლინა – დრაგი:

დისციპლინა – ენდურო:

კლასი ბავშვი 65cc – 125cc

I ადგილი – ანდრია ქსოვრელი

II ადგილი – ნიკოლოზ მებუკე

III ადგილი – ნიკო აბრამიშვილი

კლასი მოყვარული:

I ადგილი – ნიკა ოთიაშვილი

II ადგილი – გიორგი ჩაჩანიძე

III ადგილი – ალექსანდრე ბეტსი

კლასი ექსპერტი:

I ადგილი – გიორგი გახელაძე

II ადგილი – კონსტანტინე ლობჟანიძე

III ადგილი – გიგი გილაური

დისციპლინა – წრიული რბოლა:

კლასი STK 1000:

I ადგილი – გიორგი აბაშიძე

II ადგილი – ელიარ შიხიევი

III ადგილი – მიხეილ თამასიძე

კლასი STK 600:

I ადგილი – ლევან გულუა

II ადგილი – გიორგი მიხანაშვილი

III ადგილი – გიორგი ნიკოლეიშვილი

გამარჯვებულ მრბოლელებს გადაეცათ სახელობითი თასები და სიგელები.

სპორტსმენები დასაჩუქრდნენ „პიტსტოპ მოტოს“, „ჰასკი პარკის“, „სკუტ-სკუტის“, „გოუპრო საქართველოსა“ და „სენა საქართველოს“ სასაჩუქრე ვაუჩერებით შესაბამისი კატეგორიების და კლასების მიხედვით.

ღონისძიებაზე სიგელები გადაეცათ:

2023 წლის მანდილოსანი მოტომრბოლელი: თაკო მოლაშვილი

2023 წლის ახალბედა მანდილოსანი მოტომრბოლელი: თამარ ლობჟანიძე

2023 წლის ახალბედა მოტომრბოლელი: ნიკოლოზ მებუკე

2023 წლის აღმოჩენა: გიორგი ომიაძე, ვლადიმირ ვართანოვი

2023 წლის რეკორდი:

STK600 – ლევან გულუა

STK1000 – გიორგი აბაშიძე

ასევე მადლობის სიგელები გადაეცათ, მოტოკლუბებს: თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბი, „პიტსტოპ აკადემია“ და „ენდურო ქლაბ ჯორჯია“, ისინი 2023 წელს აქტიურად იყვნენ ჩართული მოტოსპორტის განვითარებაში.

საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა შეაჯამა 2023 წლის ფედერაციის საქმიანობა, აღინიშნა ფედერაციის სრულუფლებიანი წევრობა FIM-ის (მოტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია) ოჯახში.

ასევე აღნიშნულ იქნა ის შეჯიბრებები, რომლებიც წლის განმავლობაში იმართებოდა საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით. დაანონსდა 2024 წლის გეგმები და მიზნები. ღონისძიება დასრულდა ბენდი „სტატუსის“ კონცერტით.

გალა დაჯილდოების ცერემონიალზე მოწვეულები იყვნენ, როგორც მოტოთემატიკასთან დაკავშირებული პირები, ასევე შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.