ბაკურიანში ფრისტაილ მოტოკროს შოუ გაიმართა #1TVSPORT
ბაკურიანში ფრისტაილ მოტოკროს შოუ გაიმართა #1TVSPORT

26 თებერვალს, ბაკურიანში, წაქაძისა და 9 აპრილის ქუჩების მიმდებარედ ფრისტაილ მოტოკროს შოუ Red Bull FMX Jam გაიმართა, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო.

შოუში მონაწილეობდნენ გინესის რეკორდსმენი რობი მედისონი და  ფრისტაილ მოტოკროსის ვარსკვლავი მაიკ ვან დაიკი. რადეკ ბილეკმა კი შეჯიბრების წინ, გამახურებელი ნახტომის დროს ტრავმა მიიღო და შოუს გამოეთიშა.

ფრისტაილ მოტოკროსი მოტოსპორტის ერთ-ერთი სახეობაა, სადაც რაიდერები ასრულებენ ნახტომებს, ბრუნებს და მაყურებელს ექსტრემალური ილეთებით აცვიფრებენ. ამჟამად, ფრისტაილ მოტოკროსის 40-მდე ექსტრემალური ილეთია ცნობილი.

Red Bull FMX Jam FIS (მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში) გასართობი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა. შოუს პარტნიორები იყვნენ მთის კურორტების განვითარების სააგენტო და საქართველოს სათხილამურო ფედერაცია.