მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პლანეტარიუმს ტელესკოპის სრული კომპლექტი გადაეცა [ფოტო]
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პლანეტარიუმს ტელესკოპის სრული კომპლექტი გადაეცა [ფოტო]

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში განახლებული ასტრონომიის კლასი გაიხსნა. ფონდ „ევროარტის“ ინიციატივითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პლანეტარიუმს ტელესკოპის სრული კომპლექტი გადაეცა.

აღნიშნულ ტელესკოპზე განთავსებულია ევროპული კოსმოსური სააგენტოსა (ESA) და აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ასტრონავტების ავტოგრაფები.

ტელესკოპის საშუალებით მსურველებს მთვარეზე მზის სისტემის პლანეტებსა და სხვა ციურ სხეულებზე დაკვირვების საშუალება მიეცემათ. განახლებულ ასტრონომიის კლასში და სასახლის პლანეტარიუმში მოზარდებს შემეცნებითი ლექცია-საუბრები ჩაუტარდებათ.

ტელესკოპების გარდა, სასახლეს გადაეცა წიგნები, ჟურნალები, მთვარის რუქები, ასევე სპეციალური პროგრამები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმის გამოსთვლელად, როდის იქნება ციურ სხეულებზე დასაკვირვებლად ოპტიმალური ცა.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებს ასტრონომიული მეცნიერების ღრმა და მრავალმხრივ შესწავლაში. პროექტის პრეზენტაცია 25 სექტემბერს გაიმართება.