მოსულის უნივერსიტეტის ნანგრევებში მუშებმა 10 მილიონი დოლარი იპოვეს
მოსულის უნივერსიტეტის ნანგრევებში მუშებმა 10 მილიონი დოლარი იპოვეს

ერაყში, მოსულის უნივერსიტეტის ნანგრევებში მუშებმა 10 მილიონი დოლარი იპოვეს. გამოცემა Kurdistan 24-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მუშები აღდგენით სამუშაოებს ახორციელებენ.

ერაყის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ფული ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ეკუთვნოდა, რომელიც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს 2014-2017 წლებში აკონტროლებდა. აღმოჩენილი ფული ნინევიის რეგიონის ადმინისტრაციას გადაეცა.

2014 წელს ქალაქ მოსულის დაკავების შემდეგ, ე.წ. ისლამური სახელმწიფო მოსულის უნივერსიტეტის შენობებს ე.წ. „ფინანსთა სამინისტროდ იყენებდა. ქალაქის გათავისუფლების ოპერაციის დროს, რომელიც ცხრა თვე გაგრძელდა, შეიარაღებული დაპირისპირების გამო ქალაქის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ერაყის ხელისუფლებამ მოსულის გათავისუფლების შესახებ 2017 წლის ივლისში განაცხადა.

დატოვე კომენტარი