მოსკოვთან ახლოს რუსულმა MiG-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა
მოსკოვთან ახლოს რუსულმა MiG-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა

მოსკოვთან ახლოს, კოლომენსკის ოლქში რუსულმა MiG-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსული სამხედრო თვითმფრინავი ტყეში ჩამოვარდა. სამხედრო მფრინავებმა კატაპულტირება განახორციელეს.

რუსეთის „თვითმფრინავთმშენებლობის გაერთიანებულ კორპორაციაში“ აცხადებენ, რომ ავიაკატასტროფა საკონტროლო სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული თვითმფრინავი რამდენიმე დღის წინ აეროპორტში ავარიულად დაეშვა და სალონში ცეცხლი გაჩნდა.