მოსკოვში, თვითმფრინავის დაჯახების შედეგად დაღუპული მამაკაცი ესპანეთიდან დეპორტირებული სომხეთის მოქალაქე იყო
მოსკოვის აეროპორტში გარდაცვლილი მამაკაცი სომხეთის მოქალაქე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „კავკაზსკი უზელი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 25 წლის მამაკაცი ასაფრენ ბილიკზე იმყოფებოდა, როდესაც მას მოსკოვიდან ათენში მიმავალი რეისის თვითმფრინავი შეეჯახა.
როგორც მედია იუწყება, მამაკაცი მოსკოვში ესპანეთიდან ჩაიყვანეს, საიდანაც მისი სომხეთში დეპორტაცია ხორციელდებოდა. მადრიდიდან მოსკოვში ფრენის დროს მამაკაცი ბორტზე არაადეკვატურად იქცეოდა, რის გამოც სამართალდამცველების გამოძახება გახდა საჭირო.
მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ მამაკაცი გაუჩინარდა. მოსკოვში აცხადებენ, რომ მას რუსეთის საზღვარი არ გადაუკვეთავს.
მომხდარის გამო, მოსკოვის აეროპორტში ასაფრენი ბილიკის ნაწილი დახურეს. გადაიდო 8 რეისი.