მოსკოვში „თალიბანის“ ლიდერებისა და ავღანეთის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მოლაპარაკებები გაიმართა
რუსეთის დედაქალაქში „თალიბანის“ ლიდერებისა და ავღანეთის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მოლაპარაკებები გაიმართა. მოსკოვში რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლებს ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი შეხვდა.
რუსეთში გამართული მოლაპარაკებები ავღანეთის მთავრობამ ღალატად შეაფასა. შეხვედრაზე რუსეთის ხელისუფლება მაღალ დონეზე წარმოდგენილი არ ყოფილა. ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოსკოვში გამართული შეხვედრა ავღანეთის ინტერესებისა და დემოკრატიული პრინციპების ღალატია.
იანვრის ბოლოს ყატარში „თალიბანის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები აშშ-ის დელეგაციამ გამართა. შეხვედრის შემდეგ ვაშინგტონში თქვეს, რომ მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.