მოსკოვში სპეციალური ციფრული სისტემა შეიქმნა, რომელიც ადამიანების გადაადგილების კონტროლს უზრუნველყოფს
მოსკოვში, „კოვიდ-19“-ის მასიური გავრცელების გამო, სპეციალური ციფრული სისტემა შეიქმნა, რომელიც ადამიანების გადაადგილების კონტროლს უზრუნველყოფს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ მოსკოვის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სისტემა 15 აპრილიდან ამოქმედდება.
სპეციალურ ვებგვერდზე მოქალაქეებმა უნდა დააფიქსირონ, რომ გარეთ გასვლა სურთ და მიიღონ სპეციალური ნებართვა. ნებართვის მისაღებად მოქალაქემ უნდა დააკონკრეტოს, რატომ აპირებს გარეთ გასვლას, სამსახურში წასვლის, ექიმთან ვიზიტის თუ სხვა მიზნებით. ასევე მოქალაქემ ვებგვერდზე უნდა შეავსოს პირადი მონაცემები და ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების შესახებ, რომლითაც გადაადგილებას აპირებს.