მოსკოვში შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი პირველ ივნისს დაიწყება
მოსკოვში შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი პირველ ივნისს დაიწყება

რუსეთის დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, მოსკოვში „კოვიდ-19“-ის გამო შემოღებული შეზღუდვები ძალაში კიდევ ორი კვირის განმავლობაში დარჩება, თუმცა ქალაქი შეზღუდვების შერბილების მეორე ეტაპზე პირველ ივნისს გადავა.

ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, მომდევნო კვირიდან ქალაქში გაიხსნება სავაჭრო დაწესებულებების დიდი ნაწილი, ასევე ბაღები და სხვა მწვანე ტერიტორიები, მოსახლეობას კი ქალაქის მასშტაბით თავისუფლად გადაადგილება შეეძლება.