მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა 

19:46, 23.10.2026

მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები იპოვეს. სოციალურ მედიაში ფაქტის ამსახველი ფოტოები ჩნდება.

აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ „მგზავრები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს“. მანამდე „როსავიაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონების თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებით მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა.

მედიის ცნობით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მოსკოვთან, სულ მცირე, 17 დრონი ჩამოაგდეს.

გარდა ამისა, გავრცელებული ცნობით, მოსკოვს არა მხოლოდ დრონები, არამედ თანამგზავრული ნავიგაციის სისტემებით აღჭურვილი გაზით სავსე ბუშტებიც ესხმიან თავს, რომელზეც კაბელით მიმაგრებულია ასაფეთქებელი ნივთიერებები.

მსგავსი