მოსკოვში სერგეი ლავროვისა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა დასრულდა
მოსკოვში სერგეი ლავროვისა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა დასრულდა

მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის  შეხვედრა დასრულდა. გამართული მოლაპარაკებების შესახებ რუსეთის საგარეო უწყება ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„შეხვედრის მიმდინარეობისას განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, საგარეო-პოლიტიკური კოორდინაციის სრულყოფის გზები, თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები რეგიონულ და საერთაშორისო საქმეებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობა. გამართულმა დიალოგმა გამოავლინა განხილულ პრობლემებზე პოზიციების თანხვედრა, ორმხრივი განწყობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის მრავალგეგმიური თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის გაგრძელებაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.