მოსკოვში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 10-დღიანი პატიმრობა მიესაჯა

01:33, 02.07.2019

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობის ბრალდებით 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ალექსეი ნავალნი 12 ივნისს ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდამჭერ მსვლელობაში მონაწილეობისას დააკავეს და იმავე დღეს გაათავისუფლეს.

ალექსეი ნავალნის ადვოკატი ოპოზიციონერის დაკავებას პოლიტიკური მოტივებით ხსნის. თავად ალექსეი ნავალნი კი მის დაპატიმრებას მოსკოვში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს უკავშირებს.

„მე აქტიურად ვაწარმოებ კამპანიას „ედინაია რასიას“ წინააღმდეგ. ახლა იმისთვის, რომ დამოუკიდებელ კანდიდატებს მხარდაჭერა წაართვან, მათ ჩემი იზოლირება სჭირდებათ“, – განაცხადა ნავალნიმ.

ოპოზიციონერის თქმით, სწორედ უახლოეს ათ დღეში არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერები უნდა წარადგინონ.

მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნები 8 სექტემბერს არის დაგეგმილი. ამჟამად, ოპოზიციონერები იალია იაშინი, ლუბოვ სობოლი და სერგეი მიტროხინი რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვებას ცდილობენ.

12 ივნისს ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდამჭერი მარშის დროს პოლიციამ 540-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

მსგავსი