მოსკოვში ოპოზიციის მხარდამჭერი დემონსტრაცია მიმდინარეობს
მოსკოვში ოპოზიციის მხარდამჭერი დემონსტრაცია მიმდინარეობს

მოსკოვში ოპოზიციის მხარდამჭერი მორიგი დემონსტრაცია დაიწყო, – ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ რუსული ბიურო იუწყება.

ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ სანქცირებულ დემონსტრაციაში 100 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მიტინგზე აქტივისტები მოსკოვის ცენტრალურ ნაწილში იკრიბებიან.

რუსეთის დედაქალაქში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა იმართება. დემონსტრანტები საქალაქო დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დაბლოკვასა და აქტივისტების დაკავებას აპროტესტებენ. თუმცა აქციები ხშირ შემთხვევაში, მასობრივი დაკავებებით სრულდება.

სამართალდამცველებმა ამ დრომდე დემონსტრაციის დროს 2 ათასამდე ადამიანი დააკავეს. მოსკოვის მერის განმარტებით, დაკავების მიზეზი მათი გეგმები იყო. როგორც სერგეი სობიანინმა აღნიშნა, აქტივისტების ნაწილი ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმებს აპირებდა.

გაერო-მ და ევროკავშირმა რუსი სამართალდამცველების ქმედებები დაგმეს და რუსეთის ხელისუფლებას მშვიდობიანი პროტესტის გამართვის უფლების დაცვისკენ მოუწოდეს.