მოსკოვში ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და მისი შტაბის ხელმძღვანელი დააკავეს
მოსკოვში ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და მისი შტაბის ხელმძღვანელი დააკავეს

მოსკოვში ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და მისი შტაბის ხელმძღვანელი ლეონიდ ვოლკოვი დააკავეს. ამის შესახებ თავად ოპოზიციონერები სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერენ. მათი ცნობით, ალექსეი ნავალნი სტომოტოლოგიური კლინიკიდან გასვლისას დააკავეს, ხოლო მისი თანაგუნდელი – შერემეტიევოს აეროპორტში.

შეგახსენებთ, თებერვლის დასაწყისში „დოიტჩე ველესთან“ ინტერვიუში ალექსეი ნავალნიმ ივარაუდა, რომ მას 17 თებერვალს დააკავებენ და მხოლოდ 18 მარტს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაათავისუფლებენ.

ორი დღის წინ შერემეტიევოს აეროპორტში ნავალნის მიერ დაარსებული „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ დირექტორი რომან რუბანოვი დააკავეს. ნავალნის შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუბანოვი 28 იანვარს საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებისთვის დააკავეს.

28 იანვარს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ორგანიზებით, რუსეთის ათობით ქალაქში საპორტესტო გამოსვლები გაიმართა, რა დროსაც 350-მდე აქტივისტი დააკავეს.

ნავალნიმ ამომრჩევლებს გაფიცვისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი კანდიდატურის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირებაზე უარი თქვა.