მოსკოვში ოპოზიცია საპროტესტო მსვლელობას გეგმავს
მოსკოვში ოპოზიცია საპროტესტო მსვლელობას გეგმავს

მოსკოვში ოპოზიცია 28 იანვარს საპროტესტო მსვლელობის გამართვას გეგმავს.

როგორც ალექსეი ნავალნის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ იურისტმა ივან ჟდანოვმა განაცხადა, ოპოზიციამ მერიას შესაბამისი განაცხადით უკვე მიმართა.

ორგანიზატორთა გათვლით, დემონსტრაციის მონაწილეთა რაოდენობა 15 ათასს ადამიანს შეადგენს.

აქციის სახელწოდებაა „ამომრჩეველთა გაფიცვა“.

შეგახსენებთ, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალექსი ნავალნის პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დარეგისტრირებაზე უარი განუცხადა.

კომისიამ მიზეზად ნავალნის ნასამართლეობა დაასახელა.

საპასუხოდ ოპოზიციის ლიდერმა მხარდამჭერებს საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართება.