მოსკოვში ოპოზიცია არასანქცირებული მიტინგისთვის ემზადება
მოსკოვში ოპოზიცია არასანქცირებული მიტინგისთვის ემზადება

მოსკოვში დღეს ოპოზიცია არასანქცირებული მიტინგის ჩასატარებლად ემზადება. აქტივისტები მოსკოვის დუმის არჩევნებიდან ოპოზიციონერი აქტივისტების მოხსნას აპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორები ის კანდიდატები არიან, რომლებიც მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე არ დაუშვეს. მათი თქმით, არჩევნები უკანონოა. მათ მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.

მიტინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ოპოზიციონერების სახლებსა თუ ოფისებში საგამოძიებო კომიტეტის წევრები მივიდნენ. საარჩევნო შტაბში პოლიციის მისვლისა და ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსმა ოპოზიციონერმა, ილია იაშინმაც. მოგვიანებით, იაშინი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვში დაგეგმილ აქციამდე პოლიციამ ასევე დააკავა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნიც. ის ოთხშაბათს, 24 ივლისს, დააკავეს და 30 დღით დააპატიმრეს.