მოსკოვში ოკუპირებული ყირიმის ვიცე-პრემიერი დააკავეს

14:18, 17.10.2018

მოსკოვში ოკუპირებული ყირიმის ვიცე-პრემიერი ვიტალი ნახლუპინი დააკავეს. რუსეთის მიერ ანექსირებული ნახევარკუნძულის ლიდერის, სერგეი აქსიონოვის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მთელი რიგი თანამდებობის პირებისა და სტრუქტურების წინააღმდეგ მიმდინარეობს.

„სუბარია სექტორის სახელმწიფო კომიტეტებზე, ყირიმის საავტომობილო გზების სამსახურზე,  საწარმოებზე:  „კრიმენერგო“ და „კრიმგაზსეტი“, – განაცხადა აქსიონოვმა.

ყირიმის მეთაურის განცხადებით, სამართალდამცველ ორგანოებს ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია გაეგზავნათ.

მსგავსი