მოსკოვში კორონავირუსით პირველი ორი პაციენტი გარდაიცვალა
მოსკოვში კორონავირუსით პირველი ორი პაციენტი გარდაიცვალა

მოსკოვში კორონავირუსით პირველი ორი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გაავრცელეს.

გარდაცვლილები 88 და 73 წლის პაციენტები არიან, რომელთაც პნევმონია და სხვა პათოლოგიებიც აღენიშნებათ.

რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ის 163 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, რუსეთში ოფიციალურად, ვირუსით ინფიცირების 658 შემთხვევაა დადასტურებული. ყველაზე მეტი დაავადებული მოსკოვშია. მათი რიცხვი 410-ს აღწევს.

ამასთან, 19 მარტს კორონავირუსით ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა, რომლის სიკვდილის მიზეზად თრომბი დაასახელეს.

დატოვე კომენტარი