მოსკოვში კორონავირუსით კიდევ 35 პაციენტი გარდაიცვალა

01:42, 01.07.2020

მოსკოვში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 35 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემებს კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის მონიტორინგის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

რუსეთის ხელისუფლების მონაცემებით, დედაქალაქში კორონავირუსით სულ 3 831 ადამიანი გარდაიცვალა.

ოფიციალური სტატისტიკით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 648 ათასამდე შემთხვევა. დაავადებას 9 320 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი