მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირების 536 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12:53, 05.04.2020

რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსით ინფიცირების 536 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „როსპოტრებნადზორის“ მოსკოვის განყოფილებაში აცხადებენ, რომ მოსკოვში საერთო ჯამში „კოვიდ 19“ 3 893 ადამიანს დაუდასტურდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ახლად რეგისტრირებული შემთხვევებს კონტაქტები ჰქონდათ უკვე ინფიცირებულ პირებთან, მათ შორის, სამუშაო ადგილებზე. სხვა რეგიონებში მყოფი კონტაქტების შესახებ ინფორმაცია „როსპოტრებნადზორის“ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში იგზავნება.

მსგავსი