რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა.
მოსკოვის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, გარდაცვლილები 52-დან 82 წლამდე ასაკის პირები არიან, რომელთაც თანმდევი დაავადებები ჰქონდათ.
მონაცემების განახლებამდე, მოსკოვში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 58 იყო.
რუსეთის დედაქალაქში კარანტინი მოქმედებს.
რუსული მედია წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 13 ათასი შემთხვევა არის გამოვლენილი, დაიღუპა 100 ადამიანი.