მოსკოვში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა მაღაზია დაიხურება
მოსკოვში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა მაღაზია დაიხურება

მოსკოვში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა მაღაზიას კეტავენ. რუსეთის დედაქალაქში დაიხურება ყველა რესტორანი. შეზღუდვა 28 მარტს ამოქმედდება და 5 აპრილამდე იქნება.

რამდენიმე საათის წინ რუსეთმა რეგულარული და ჩარტერული ავიამიმოსვლა სრულად შეწყვიტა.

გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ რეისებისთვის, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებენ. შეზღუდვა 27 მარტიდან უნდა ამოქმედდეს.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, ოფიციალური მონაცემებით, 650-ს აჭარბებს. გარდაიცვალა ორი ადამიანი.