მოსკოვში ისლანდიის საელჩომ დღეიდან მუშაობა შეაჩერა
მოსკოვში ისლანდიის საელჩომ დღეიდან მუშაობა შეაჩერა

მოსკოვში ისლანდიის საელჩომ დღეიდან მუშაობა შეაჩერა, – ამის შესახებ ნათქვამია ისლანდიის მთავრობის განცხადებაში. საელჩოს შენობიდან ისლანდიის დროშა ჩამოხსნეს. მთავრობა აღნიშნავს, რომ საელჩოს მუშაობის შეჩერება არ ნიშნავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას.

ისლანდიამ რუსეთში საელჩოს მუშაობის გადაწყვეტილების შესახებ 9 ივნისს გამოაცხადა.

„მოსკოვში ისლანდიის საელჩოს საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას. როგორც კი პირობები ამის საშუალებას მოგვცემს, ისლანდია პრიორიტეტად დაისახავს მოსკოვში საელჩოს ფუნქციონირების განახლებას“, – ნათქვამია ისლანდიის მთავრობის განცხადებაში.