მოსკოვში ებრაული სასწავლებელი დაწვეს
მოსკოვში ებრაული სასწავლებელი დაწვეს

მოსკოვში ქვეყანაში უმსხვილესი ებრაული სასწავლებელი დაწვეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ხანძრის დროს შენობაში 60 სტუდენტი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღსანიშნავია, რომ ხანძარი პასექის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ებრაული სასწავლებლის კარზე ნაცისტური სიმბოლოები იყო გამოსახული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.