მოსკოვში დღეს სტივ უიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება
FILE - U.S. Middle East envoy Steve Witkoff attends and interview after participating in a meeting with U.S. Secretary of State Marco Rubio, U.S. national aecurity adviser Mike Waltz, Russian Foreign Minister Sergei Lavrov and Russian President Vladimir Putin's foreign policy advisor Yuri Ushakov, at Diriyah Palace, in Riyadh, Saudi Arabia, Feb. 18, 2025. (Evelyn Hockstein/Pool Photo via AP)
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრას, სავარაუდოდ, დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერიც.
„ბიბისის“ ცნობით, უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა დღის მეორე ნახევარში გაიმართება.
თეთრი სახლის სპიკერის განცხადებით, აშშ დაგეგმილი შეხვედრის მიმართ „ოპტიმისტურადაა განწყობილი“. იქამდე კი ფლორიდაში უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის ორდღიანი მოლაპარაკებები გაიმართა, რომელსაც აშშ-ის მხრიდან უიტკოფი და კუშნერიც ესწრებოდნენ.
პარალელურად, საფრანგეთში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევის პრიორიტეტები სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის სუვერენიტეტის შენარჩუნება და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების უზრუნველყოფაა.