მოსკოვში დღე-ღამეში კორონავირუსით 65 პაციენტი გარდაიცვალა
მოსკოვში დღე-ღამეში კორონავირუსით 65 პაციენტი გარდაიცვალა

მოსკოვში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 65 პაციენტი გარდაიცვალა. სულ რუსეთის დედაქალაქში დაავადებას, ოფიციალური მონაცემებით, 611 ადამიანი ემსხვერპლა. შესაბამის მონაცემებს რუსული სააგენტო „ტასი“ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის კონტროლისა და მონიტორინგის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოპერატიულ შტაბში მოსახლეობას თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებენ.

15 აპრილის შემდეგ, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში პირადი და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისთვის სპეციალური ელექტრონული ნებართვის მიღებაა აუცილებელი.

რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსის 99 399 შემთხვევა, გარდაიცვალა 972 ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა 10 286 ადამიანი.