მოსკოვში „დელტა“ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

16:09, 28.06.2021

ბოლო 24 საათში ვირუსის შედეგად რუსეთის დედაქალაქში დაიღუპა 124 ადამიანი. მოსკოვში კოვიდინფექციის გარდაცვლილთა რიცხვი ივნისში უკვე მეექვსედ აღწევს რეკორდულ ნიშნულს.

ბოლო 24 საათში ვირუსი რუსეთში 7 246 ადამიანს დაუდასტურდა. გასულ დღესთან შედარებით ინფიცირებულთა რაოდებობა რვა პროცენტითაა გაზრდილი. ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთის დედაქალაქში ყოველდღიურად ვირუსით ინფიცირების 6000-7000 შემთხვევას აღრიცხავენ.

მოსკოვის გარდა კოვიდინფექციის გავრცელების მხრივ სიტუაცია რთულია მოსკოვის ოლქში და სანქტ-პეტერბურგშიც. ბოლო 24 საათში რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში 110 ადამიანი დაიღუპა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე სიკვდილიანობის მაქსიმალური მაჩვენებელია.

მთელი რუსეთის მასშტაბით ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 21 650 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილია 611 პაციენტი.

როგორც რამდენიმე დღის წინ მოსკოვის მერმა განცხადება, ინფიცირებულთა 90 პროცენტს კორონავირუსის ახალი შტამი, ე.წ. დელტა ვარიანტი აქვს.

მსგავსი