მოსკოვში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა
მოსკოვში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

მოსკოვში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ოფიციალური სტატისტიკით, სულ რუსეთის დედაქალაქში „კოვიდ 19“-ით 50 ადამიანია დაღუპული.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა ასაკი 33-დან 87-წლამდეა და ყველა პაციენტს თანმხლები დაავადება ჰქონდა.

ამგვარად, ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად სულ 88 ადამიანია გარდაცვლილი. ინფიცირების საერთო რაოდენობა კი 10 ათასს აჭარბებს.