მოსკოვში, პუშკინსაკაის მოედანზე ათასობით ადამიანი კემეროვოში ხანძრის შედეგად გარდაცვლილებისთვის პატივის მისაგებად შეიკრიბა. მათ შორის იყო ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნიც.
ბოლო პერიოდში, პუშკინსკაიას მოედანი ოპოზიციური ძალების დემონსტრაციებისა და ანტისამთავრობო პროტესტის ადგილი გახდა.
გარდაცვლილებისადმი მიძღვნილმა შეკრებამაც მალე პოლიტიკური ელფერი მიიღო. შეკრებილებს შორის გამოჩნდნენ ადამიანები ბანერებით, რომლებზეც ეწერა: „ვინ არის პასუხისმგებელი, ბატონო პრეზიდენტო?“, „კორუფცია ადამიანებს კლავს“. ისმოდა შეძახილებიც: „პუტინ, გადადექი“ და „ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს“.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კემეროვოში სამშაბათს დილით ჩაფრინდა. მან ადგილობრივების დამშვიდებას იმით სცადა, რომ მომხდარი კრიმინალურ გულგრილობად შეაფასა და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯის პირობა დადო.
ხანძრის შედეგად ოფიციალური მონაცემებით 64 ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, გარდაცვილთა შორის 41 ბავშვია.