მოსკოვში ანომალიური დიდთოვლობაა
მოსკოვში ანომალიური დიდთოვლობაა

მოსკოვში ანომალიური დიდთოვლობაა. მეტეომონიტორინგის ისტორიაში რუსეთის დედაქალაქსა და მოსკოვის ოლქში ყველაზე დიდი თოვლი მოვიდა. ყინულისა და თოვლის სიმძიმის გამო მოსკოვში ორი ათასამდე ხე წაიქცა. რუსული მედიის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი, კიდევ ხუთმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
მოსკოვის ხელისუფლება მოსახლეობას ავტომობილებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ამას გარდა, რუსეთის ცენტრალური ნაწილის ექვს რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული ავარიის გამო 40 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მოსკოვის ოლქში დენი 22 დასახლებულ პუნქტს არ მიეწოდება. მოსკოვის სამ აეროპორტში შეყოვნდა 150 ავიარეისი. რამდენიმე თვითმფრინავმა დაშვება ვერ შეძლო და ქვეყნის სათადარიგო აეროდრომებისკენ გაემართა.

მეტეოროლოგების ცნობით, მოსკოვში თოვა უახლოესი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.