მოსკოვში, „ალფა-ბანკის“ ოფისში, უცნობმა მამაკაცმა ხუთი პირი მძევლად აიყვანა და შენობის აფეთქებით იმუქრებოდა
მოსკოვში, „ალფა-ბანკის“ ოფისში, უცნობმა მამაკაცმა ხუთი პირი მძევლად აიყვანა და შენობის აფეთქებით იმუქრებოდა

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა მოსკოვში, „ალფა-ბანკის“ ფილიალის შენობაში სულ მცირე ხუთი მოქალაქე ,მძევლად აიყვანა და შენობის აფეთქებით იმუქრებოდა.

სამართალდამცველ ორგანოებს ინციდენტის შესახებ სატელეფონო ზარით აცნობეს.

ბოროტმოქმედს ხელში ყვითელი პაკეტი ეჭირა, რომელიც, მისი თქმით, ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავდა. იგი პოლიციამ შენობის შტურმით აღების დროს დააკავა.