მოსკოვში აცხადებენ, რომ უკრაინელებმა კვლავ სცადეს დრონებით თავდასხმა ყირიმის ნახევარკუნძულზე
მოსკოვში აცხადებენ, რომ უკრაინელებმა კვლავ სცადეს დრონებით თავდასხმა ყირიმის ნახევარკუნძულზე

რუსეთის ხელისუფლება იუწყება, რომ უკრაინელებმა კვლავ სცადეს დრონებით თავდასხმა ყირიმის ნახევარკუნძულზე.

როგორც მოსკოვში აცხადებენ, გუშინ ღამით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ანექსირებული ნახევარკუნძულის თავზე ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, ხოლო შავი ზღვის აკვატორიაში რვა დრონი ჩამოაგდეს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ ერთ-ერთი დრონი ქალაქ სევასტოპოლში საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.