ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამო, ბერლინის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ, მოსკოვმა  ორი გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამო, ბერლინის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ, მოსკოვმა ორი გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამო, ბერლინის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ, მოსკოვმა ორი გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. როგროც მოსკოვში ამბობენ, ისინი „თანაზომად პასუხს გასცემენ გერმანიის მხრიდან ნებისმიერ პოტენციურ კონფრონტაციულ ქმედებას“.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გერმანიის ელჩს გადაეცა საპროტესტო ნოტა, რომელშიც ბერლინის სასამართლოს მიერ ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენს არაობიექტური, უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს ბერლინის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ბრლადებულ რუსეთის მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ ხანგოშვილი რუსეთის სამთავრობo უწყების შეკვეთით მოკლეს. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანალენა ბერბოკმა რუსეთი სახელმწიფო ტერორიზმში დაადანაშაულა და ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.