მოსკოვის სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა, არიან დაშავებულები
მოსკოვის სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა, არიან დაშავებულები

მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგანგებო სამსხურებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, არიან დაშავებულები.

ამჟამად სავაჭრო ცენტრის ოთხსართულიანი შენობიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

რუსული მედიის ცნობით, ინციდენტის დროს დაწესებულებაში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

წინასწარი მონაცემებით, ხანძარი შენობის მეოთხე სართულზე მდებარე საწყობში გაჩნდა.

შეგახსენებთ, 25 მარტს კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს, ოფიციალური მონაცემებით, 64 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 41 ბავშვი. გამოძიების ფარგლებში შვიდი ადამიანი დააკავეს.