მოსკოვის სავაჭრო ცენტრიდან დაკვამლიანების გამო ევაკუაცია განხორციელდა
მოსკოვის სავაჭრო ცენტრიდან დაკვამლიანების გამო ევაკუაცია განხორციელდა

მოსკოვის სავაჭრო ცენტრ „აფიმოლიდანდაკვამლიანების გამო ექვსი ათასაზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას  რუსული მედია საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ცნობით, დაკვამლიანება სწრაფი კვების დაწესებულება „ბურგერ კინგში“ დაფიქსირდა.

ამჟამად მეხანძრეები შენობას ამოწმებენ. კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრის წარმომადგენლის თქმით, სავაჭრო ცენტრში სახანძრო სიგნალიზაცია ადგილობრივი დროით 12:41 საათზე ამოქმედდა.

დაკვამლიანების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.