მოსკოვის სასამართლომ რუს ჟურნალისტს, დარია შიპაჩევას სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მოსკოვის სასამართლომ რუს ჟურნალისტს, დარია შიპაჩევას სახელმწიფო ღალატისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, მას 300 000 რუბლის ოდენობით ჯარიმაც დაეკისრა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ჟურნალისტი სასჯელს ზოგადი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.
მედიის ცნობით, ბრალდება უკრაინაში თანხის სავარაუდო გადარიცხვას უკავშირდება.
გამოცემის ცნობით, საქმის დეტალები უცნობია, რადგან სასამართლო სხდომები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, დარია შიპაჩევა Forbes-ში, Lenta.ru -სა და Reminder-ში ძირითადად სამედიცინო და სამეცნიერო თემებზე მუშაობდა.