მოსკოვის სასამართლომ მსახიობი პაველ უსტინოვი პატიმრობიდან გაათავისუფლა
მოსკოვის სასამართლომ მსახიობი პაველ უსტინოვი პატიმრობიდან გაათავისუფლა

მოსკოვის სასამართლომ მსახიობი პაველ უსტინოვი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

23 წლის პაველ უსტინოვს ბრალი ედებოდა 3 აგვისტოს, მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციის მსვლელობისას, ეროვნული გვარდიის თანამშრომლებზე თავდასხმაში. მას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით მიესაჯა.

სასამართლომ პაველ უსტინოვის საქმე ხელახლა მას შემდეგ განიხილა, რაც უსტინოვის დაკავებას პროტესტი მოჰყვა.

რამდენიმე დღის წინ, რუსი მომღერლებისა და მსახიობების ნაწილმა უსტინოვის მხარდასაჭერი ვიდეოები გაავრცელეს და ონლაინ კამპანია დაიწყეს. ისინი თვლიდნენ, რომ მოსკოვის სასამართლოს განაჩენი უკანონო იყო.