მოსკოვის ოლქში დრონებით თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა.
წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ექვსი დაშავდა.
ვორობიოვის ცნობით, რამდენიმე ობიექტს ხანძარი გაუჩნდა, ასევე დაზიანდა ელექტროქვესადგური და ადმინისტრაციული შენობა.
ამასთან, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა „ვაილდბერისის“ ლოგისტიკურ ობიექტზეც ლენინგრადის ოლქში. ინფორმაციას თავად კომპანიაშიც ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
პარალელურად, უკრაინის სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში ორი მცირეწლოვანის ცხედარი იპოვეს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ექვსი მართვადი საჰაერო ბომბით განხორციელდა, დაზიანდა და დაინგრა საცხოვრებელი სახლები.