მოსკოვის ოლქის გუბერნატორი - ტრაგედიის ადგილზე სამაშველო ოპერაცია დასრულებულია, თუმცა სამძებრო სამუშაოები გრძელდება
მოსკოვის ოლქის გუბერნატორი - ტრაგედიის ადგილზე სამაშველო ოპერაცია დასრულებულია, თუმცა სამძებრო სამუშაოები გრძელდება

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის ცნობით, მოსკოვში, ტრაგედიის ადგილზე სამაშველო ოპერაცია დასრულებულია, თუმცა სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

მისივე თქმით, 24 საათის განმავლობაში „კროკუს სითი ჰოლის“ ტერიტორიაზე, ნანგრევებში 133 დაღუპულის ცხედარია ნაპოვნი, მათგან 50 იდენტიფიცირებულია. დაშავებულები მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობენ.

როგორც რუსული მედია წერს, 100-ზე მეტი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.