მოსკოვის მერი აცხადებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით მოსკოვზე თავდასხმა განხორციელდა
მოსკოვის მერი აცხადებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით მოსკოვზე თავდასხმა განხორციელდა

მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა.

რუსეთის დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, სამხედროებმა აპარატების ჩამოგდება მოახერხეს. ამასთან აღნიშნა, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„ღამით განხორციელდა თავდასხმის მცდელობა მტრის უპილოტო საფრენი აპარატით, რომელიც ჩამოაგდეს თავდაცვის სამინისტროს ძალებმა“, – განაცხადა მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე.