მოსკოვის მერი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით 184 დრონი გაუშვა, რომელთა განეიტრალება საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოახერხეს

01:29, 05.08.2026

ბოლო საათებში უკრაინამ რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით 200-მდე დრონი გაუშვა.

როგორც მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, დრონების ნაწილმა დედაქალაქამდე მიაღწია, თუმცა მათი მოგერიება მაინც მოახერხეს.

„საღამოს 20:30 საათიდან 22:00 საათამდე მოსკოვის რეგიონისკენ 184 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა. მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა შორეულ მანძილზე გაანეიტრალეს. მოსკოვთან მიახლოებისას თვრამეტი დრონი განადგურდა“, – განაცხადა სობიანინმა.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში უკრაინის მიერ რუსეთზე მიტანილ იერიშებს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი