მოსკოვის მერი აცხადებს, რომ რუსეთის დედაქალაქსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

22:08, 22.09.2025

22 სექტემბრის საღამოს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია მოსკოვის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ქალაქის თავზე სულ ცხრა დრონი ჩამოაგდეს.

ამასთან, ადგილობრივ ტელეგრამარხებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალაქის თავზე უპილოტო საფრენი აპარატები დაფრინავდნენ.

ამ დროისათვის ზარალის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსული მედიის ცნობით, შერემეტიევოს აეროპორტში აფრენა-დაფრენაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

მსგავსი