მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა
მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი კარამიშევის სანაპიროზე ჩამოვარდა.

მოსკოვის მერის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა და ნგრევა არ მომხდარა. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სამსახურები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი რადიოელექტრონული სიგნალის დამხშობი ხელსაწყოებით ჩამოაგდეს და ის ტყის მასივში ჩამოვარდა. ტელეგრამარხებით ვრცელდება ცნობები, რომ მოქალაქეებმა აფეთქების ხმა გაიგეს კრასნოგოროვკასთან, რომელიც მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტმა რეისების შესრულება და მიღება დროებით შეაჩერა. ამჟამად შეზღუდვა მოხსნილია.