მოსკოვის ცენტრში საახალწლოდ თოვლი სატვირთო ავტომობილებით მიიტანეს
მოსკოვის ცენტრში საახალწლოდ თოვლი სატვირთო ავტომობილებით მიიტანეს

მოსკოვში საახალწლოდ არ გათოვდა, ამიტომ ქალაქის ცენტრში თოვლი სატვირთო ავტომობილებით მიიტანეს. სოციალური ქსელებში ფოტომასალა გავრცელდა წარწერებით – „მოსკოვის ბიუჯეტით ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მათ შორის ზამთრისაც“ .

ამ თემასთან დაკავშირებით მოსკოვის მერიაში კომენტარი გაკეთდა. მერიაში ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრში მცირე რაოდენობით თოვლი სნოუბორდის გორის შესაქმნელად მიიტანეს. მერიაში ამბობენ, რომ თოვლი მაღალმთიანი რაიონებიდან ჩაიტანეს და ეს რესურსების ეფექტური გამოყენების კარგი მაგალითია.

2019 წლის დეკემბერი მოსკოვისთვის ისტორიაში ყველაზე თბილი თვე აღმოჩნდა. ქალაქისთვის უჩვეულოდ, ახლა მოსკოვში ტემპერატურა პლუს 1-2 გრადუსია.