მოსკოვი ითხოვს, საბერძნეთში დაკავებული ვლად პლახატნიუკის ექსტრადირება რუსეთში მოხდეს, მოლდოვაში კი აცხადებენ, რომ პლახატნიუკის ექსტრადირება მათ უფრო ადრე მოითხოვეს
მოსკოვი ითხოვს, საბერძნეთში დაკავებული ვლად პლახატნიუკის ექსტრადირება რუსეთში მოხდეს, მოლდოვაში კი აცხადებენ, რომ პლახატნიუკის ექსტრადირება მათ უფრო ადრე მოითხოვეს

მოსკოვი ითხოვს, საბერძნეთში დაკავებული მოლდოველი ოლიგარქის ექსტრადირება რუსეთში მოხდეს. ამის შესახებ „ევრონიუს რომანიას“ მოლდოვის პოლიციის უფროსმა, ვიორელ ჩერნეუცანუმ განუცხადა.

მისივე თქმით, მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა რუსეთში, სადაც ის არ დაუკავებიათ.

„ჩვენი მოსაზრებით, ამ ფორმით მოსკოვი ცდილობს მის რუსეთში ჩაყვანას და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, – განაცხადა მოლდოვის პოლიციის უფროსმა.

ჩერნეუცანუს თქმით, ინტერპოლის წესებით, დამნაშავე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, იმ ქვეყანას გადაეცემა, რომელმაც პირველმა მოითხოვა მისი დაკავება. მოლდოვამ ვლად პლახატნიუკზე ძებნა მარტში გამოაცხადა.

ცნობისთვის, 22 ივლისს საბერძნეთში დააკავეს მოლდოველი ოლიგარქი ვლად პლახატნიუკი და ასევე ყოფილი დეპუტატი კონსტანტინ ცაცუ.

მოლდოვის იუსტიციის სამინისტრომ მისი ექსტრადირების პროცედურა უკვე წამოიწყო.

ამასთან, მოლდოვის მედია ავრცელებს ცნობებს, რომ ოლიგარქ პლახატნიუკს დაკავებისას თან აღმოაჩნდა ფალსიფიცირებული დოკუმენტები. მათ შორის უცხო ქვეყნის 10 პასპორტი, რომლებიც გაცემულია ერაყში, რუსეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, რუმინეთსა და ბულგარეთში. ასევე ვანუატუში, ბულგარეთსა და რუმინეთში გაცემული ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ფალსიფიცირებული მართვის მოწმობები.